გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”(თსუ -ის რექტორის N 320/01-01 20/11/2024 ბრძანება)
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - XI სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2023 - 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა)
სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიებით დაფინანსება ითვალისწინებს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“ ან ,,თსუ“) ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა დაფინანსებას წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, ქვემოთმოცემული წესით შერჩევის საფუძველზე:
სტიპენდიის მოპოვების მიზნით შესარჩევ კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის (შემდგომში - ,,გაზაფხულის სემესტრი“) მონაცემებზე დაყრდნობით, ქულათა რანჟირების გზით უმაღლესიდან უდაბლესისკენ შემდეგი წესის მიხედვით:
ა) გაზაფხულის სემესტრში სრულად აქვს ათვისებული საგანმანათლებლო პროგრამით სემესტრისთვის განსაზღვრული კრედიტები და წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა შეადგენს 91 ქულას ან მეტს. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:
ა.ა) გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (წარმოდგენილი დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობის მიღება. თითო აქტივობა ფასდება 5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 10 ქულისა);
ა.ბ) გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით- კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით), იმიტირებული სასამართლო პროცესი (აქტივობა ფასდება 2 ქულით);
ა.გ) მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).
იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სრულად ვერ აითვისებს გამოყოფილ სტიპენდიანტთა რაოდენობას, აუთვისებელი სტიპენდიების რაოდენობის ფარგლებში, სტიპენდიის მოპოვების მიზნით შესარჩევ კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს ქულათა რანჟირების გზით უმაღლესიდან უდაბლესისკენ შემდეგი წესის მიხედვით:
ა) გაზაფხულის სემესტრში სრულად აქვს ათვისებული საგანმანათლებლო პროგრამით სემესტრისთვის განსაზღვრული კრედიტები და წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა ნაკლებია 91 ქულაზე. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:
ა.ა) გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (წარმოდგენილი დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობის მიღება. თითო აქტივობა ფასდება 5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 10 ქულისა);
ა.ბ) გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (თსუ-ის ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით), იმიტირებული სასამართლო პროცესი (აქტივობა ფასდება 2 ქულით);
ა.გ) განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).ამ წესის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ სტიპენდიანტთა შერჩევისას, თუ ბოლო ადგილზე თანაბარი ქულა აქვს რამდენიმე სტუდენტს, უპირატესობა მიენიჭება შემდეგ თანმიმდევრობას:
ა) წინა სემესტრის შეფასების მაღალ საშუალო არითმეტიკულ ქულას;
ბ) სოციალურად მოწყვლად ჯგუფს;
გ) სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობას;
დ) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობას.
სტიპენდიით დაფინანსება არ გაიცემა პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტებზე.
სტიპენდიით დაფინანსებულ სტუდენტთა ერთიანი სია მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივი აქტით.
სავალდებულოა! კანდიდატებმა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: (პირადობის ასლი და რეკვიზიტი ელექტრონულადაც. ფაილი დაასათაურეთ ასე: გვარი, სახელი და პირად,(რეკვიზ) )
განცხადება მედიცინის ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა);
პირადობის მოწმობის ასლი;
საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“;
2023 - 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2024 წლის 26 თებერვლიდან 2024 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 1 აგვისტომდე) სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა).
2023 - 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2024 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 1 აგვისტომდე) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები) დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ
დოკუმენტაცია , რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტი მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
საბუთები მიიღება: 22-26 ნოემბერი 17 საათამდე დეკანატში ოთახი # 324, 10:00 -17:00 სთ (პარასკევს 16 სთ-მდე)
გისურვებთ წარმატებებს!